History

1 / 100

ვინ დაწერა ვეფხისტყაოსანი?

2 / 100

რომელი ბრძოლა მოხდა თამარ მეფის დროს?

3 / 100

გადმოცემის მიხედვით, თანამედროვე თბილისის რომელ უბანში შედგა თამარ მეფის ქორწინება?

4 / 100

ვინ იყო თამარ მეფის მეორე ქმარი?

5 / 100

წყაროს მიხედვით, თბილისის რომელ ისტორიულ უბანში იდგა თამარ მეფის სასახლე?

6 / 100

სადაური იყო თამარ მეფის პირველი ქმარი - იური?

7 / 100

ვისი ტახტის თანამოსაყდრე იყო თამარ მეფე?

8 / 100

რომელ საგვარეულოს უკავშირდება გიორგი III-ის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების სახელწოდება?

9 / 100

რა ჩამოიტანა დემეტრე I-მა განძაზე გამარჯვების ნიშნად საქართველოში?

10 / 100

ვინ არის ავტორი საგალობელისა - „შენ ხარ ვენახი“?

11 / 100

რა დაწერა დავით IV-მ?

12 / 100

ვის დროს დაიწყო ვარძიის კომპლექსის მშენებლობა?

13 / 100

სად მდებარეობს ვარძიის კომპლექსი?

14 / 100

ვინ იყო დავით IV-ის დროს მოღვაწე ლიპარიტ V ბაღვაში?

15 / 100

სად ჩატარდა საეკლესიო კრება დავით IV-ის მეფობის პერიოდში?

16 / 100

ვინ არბევდა აღმოსავლეთ საქართველოს მიწებს XI საუკუნის მიწურულს?

17 / 100

ვისი ტახტის მემკვიდრე იყო დავით IV?

18 / 100

რა უძღოდა წინ დავით IV-ის გამეფებას?

19 / 100

სად მდებარეობდა იყალთოს აკადემია?

20 / 100

დიდგორის ბრძოლის შემდეგ თბილისი გამოცხადდა საქართველოს სამეფოს დედაქალაქად. რომელი
ქალაქი ითვლებოდა საქართველოს დედაქალაქად მანამდე?

21 / 100

სახელმწიფო საქმიანობის რომელ სფეროში გატარებული რეფორმის შედეგად შეიქმნა „სააჯო კარი“?

22 / 100

ვისი თანამედროვე იყო პირველი მწიგობართუხუცესი - ჭყონდიდელი?

23 / 100

„ხოლო მეფეს .... ამიტომ ეწოდა აღმაშენებელი. რომ როდესაც ის გამეფდა, ქვეყანა სრულიად აოხრებული
იყო; ამან აღაშენა და გააფართოვა, რადგან იყო ღმერთის მოშიში და მოყვარე, გლახაკთა, ქვრივთა და
ობოლთა მოწყალე . . .“
რომელ მეფის შესახებ არის საუბარი მოცემულ წყაროში?

24 / 100

მემატიანის გადმოცემით, „ერთ დღეს დაწვეს ქუთაისი და არტანუჯი და კლარჯეთის მონასტრები“. XI
საუკუნეში მომხდარ ვის შემოსევებს აღწერს მემატიანე?

25 / 100

რომელი მეფის დროს დაიწყო „დიდი თურქობა“?

26 / 100

რომელი მეფის დროს შემოიჭრნენ საქართველოში პირველად სელჩუკები?

27 / 100

ვინ მოღვაწეობდა ათონის ივერთა მონასტერში XI საუკუნეში?

28 / 100

ვისი მეფობის დროს აშენდა სვეტიცხოველის ტაძარი?

29 / 100

ვის ჩაუვარდა ტყვედ კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ IV ბაღვაში XI საუკუნეში?

30 / 100

სად მდებარეობს სვეტიცხოველის ტაძარი?

31 / 100

რომელი იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა გიორგი I შირიმნის ბრძოლაში?

32 / 100

რომელმა მეფემ შეძლო პირველად ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანება XI საუკუნეში?

33 / 100

რა ევალებოდა სახელმწიფო მოხელეს - მეჭურჭლეთუხუცესს?

34 / 100

სად მდებარეობს XI საუკუნეში აგებული ბაგრატის ტაძარი?

35 / 100

რომელი საერისთავოს მმართველები იყვნენ ბაღვაშები IX-XIII საუკუნეებში?

36 / 100

ვის მემკვიდრედ გამოცხადდა ბაგრატ III?

37 / 100

ვის დაეხმარა დავით III კურაპალატი აჯანყების ჩახშობაში?

38 / 100

რომელი ქალაქი აიღო ბუღა თურქის ლაშქარმა?

39 / 100

რომელ საუკუნეში ილაშქრა ბუღა თურქმა საქართველოში?

40 / 100

რომელი სახელმწიფოს ჯარს სარდლობდა ბუღა თურქი?

41 / 100

ვინ ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება ტაო კლარჯეთში VIII საუკუნის ბოლოდან?

42 / 100

რომელმა საგვარეულომ დაიმკვიდრა „ქართველთა მეფის“ ტიტული?

43 / 100

რომელი პოლიტიკური ერთეული ჩამოყალიბდა დასავლეთ საქართველოში VIII საუკუნეში?

44 / 100

სად მდებარეობს სამთავროს მონასტერი?

45 / 100

სად მდებარეობს კლდეში ნაკვეთი ქალაქი - უფლისციხე?

46 / 100

სად მდებარეობს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი?

47 / 100

რომელ საუკუნეში დაარსდა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი?

48 / 100

რას უწოდებდნენ დოკუმენტს, რომელიც არაბმა სარდალმა გააფორმა ქართლის ერისმთავართან VII
საუკუნეში?

49 / 100

რა ზედსახელით მოიხსენიებენ საქართველოში არაბ სარდალს მურვან იბნ მუჰამედს?

50 / 100

ვინ ცდილობდა თბილისის აღებას VII საუკუნის 20-ან წლებში?

51 / 100

ბაგრატიონთა საგვარეულოს რომელი წარმომადგენელი იყო ტაო-კლარჯეთის სამეფოს დამაარსებელი?

52 / 100

რომელი სახელმწიფოს სარდალი იყო ჰაბიბ იბნ მასლამა, რომელმაც ქართლის ერისმთავართან „დაცვის
სიგელი“ გააფორმა?

53 / 100

ევროპის რომელი ნახევარკუნძული დაიპყრეს არაბებმა?

54 / 100

რა ერქვა არაბთა მიერ საქართველოში დანიშნულ მოხელეს?

55 / 100

რა შედეგით დასრულდა „დიდი ომიანობა ეგრისში“?

56 / 100

რა ვითარებაში დაიღუპა ეგრისის მეფე გუბაზი?

57 / 100

რომელ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობდა „დიდი ომიანობა ეგრისში“?

58 / 100

ვინ ჩაუყარა საფუძველი სახელმწიფოს ახალ დედაქალად თბილისის ქცევას?

59 / 100

ვინ მოაკვლევინა ვახტანგ გორგასალმა ირანელთა წინააღმდეგ აჯანყების დაწყების წინ?

60 / 100

რომელი ციხე აიგო ვახტანგ გორგასლის დროს?

61 / 100

რომელ მთავარეპისკოპოსთან მოუვიდა უთანხმოება ვახტანგ გორგასალს ქართული ეკლესიისთვის
ავტოკეფალიის მოპოვების გამო?

62 / 100

რა იყო ვახტანგ მეფის საეკლესიო რეფორმის უმთავრესი შედეგი?

63 / 100

რომელი სახელმწიფოს მხარდაჭერით მოაწყო ვახტანგ გორგასალმა პირველი ლაშქრობა ჩრდილო
კავკასიაში ოსეთის წინააღმდეგ?

64 / 100

რა ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ვახტანგ გორგასლის მიერ დარიალის კარის გამაგრებას?

65 / 100

საქართველოს რომელ კუთხეებს ეწოდებოდა ძველად ფხოვი?

66 / 100

რომელი მდინარე საზღვრავს იმერეთს დასავლეთიდან?

67 / 100

საქართველოს რომელი მხარეების ისტორიული სახელწოდებაა თაკვერი?

68 / 100

საქართველოს რომელი კუთხე იყოფოდა შემდეგ ნაწილებად: შიდა, ქვემო და ზემო?

69 / 100

რისი ეპისკოპოსი ესწრებოდა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას?

70 / 100

რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ქართლის პირველი ქრისტიანი დედოფალი ნანა?

71 / 100

ვინ იყო მირიან მეფის თანამედროვე რომის იმპერატორი?

72 / 100

რომელი ქართველი მეფის დროს მიიღეს ქრისტიანობა ქართლში?

73 / 100

საქართველოს რომელ კუთხეში შემოვიდა პირველად წმ. ნინო?

74 / 100

გადმოცემის თანახმად, ქრისტეს რომელი მოციქულია დაკრძალული აფხაზეთში, ანაკოფიაში?

75 / 100

რომელია ბაზილიკური ტიპის ტაძარი?

76 / 100

გადმოცემის მიხედვით, ქრისტეს მოწაფეთაგან რომელმა იქადაგა საქართველოში ქრისტიანობა?

77 / 100

რომელი რომაელი იმპერატორის თხოვნით ჩავიდა რომში ქართლის მეფე ფარსმან II ქველი?

78 / 100

რომელ ქალაქში აღიმართა ქართლის მეფის, ფარსმან II-ის ძეგლი მისი პატივისცემის ნიშნად?

79 / 100

. რომელი ღმერთის ტაძრის სიახლოვეს აღმართეს ფარსმან II-ის ცხენოსანი ქანდაკება რომში?

80 / 100

რომელმა რომაელმა სარდალმა ილაშქრა ქართლში ძვ. წ. აღ-ის I საუკუნეში?

81 / 100

რა იყო ფარნავაზის დროს ქართლის სამეფოს უმთავრესი რელიგია?

82 / 100

რომელი იყო ქართლის სამეფოს უძველესი დედაქალაქი?

83 / 100

ვის უკავშირებს ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია ქართული დამწერლობის შექმნას?

84 / 100

ვის წინააღმდეგ იბრძოდა ფარნავაზი?

85 / 100

რომელ ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყო ფარნავაზმა ქართლის სამეფო?

86 / 100

რომელი ქალაქის მახლობლად აღიმართა არმაზის კერპი?

87 / 100

ვინ იყო ფარნავაზის მოკავშირე აზოსთან ბრძოლაში?

88 / 100

რომელი ქართული პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობდა უძველესი ქართული სახელმწიფოებრივი
გაერთიანების - დიაოხის პოლიტიკური ცენტრი?

89 / 100

ვის მიერ იყო დაარსებული ფაზისის ახალშენი (კოლინია) ?

90 / 100

შავი ზღვის რომელ სანაპიროზე მდებარეობდა ქალაქი დიოსკურია?

91 / 100

რომელი ქართული სახელწოდება შეესაბამება ბერძნული კოლონიის - გიენოსის სახელი?

92 / 100

ლეგენდის თანახმად რა ერქვა კოლხეთის მეფის, აიეტის ქალიშვილს?

93 / 100

რომელი სამეფოს შესახებ მოგვითხრობს მითი არგონავტების შესახებ?

94 / 100

ლეგენდის თანახმად, რა იყო არგონავტების ლაშქრობის მთავარი მიზანი?

95 / 100

რას უწოდებენ „კოლხურ თეთრს“?

96 / 100

რა იყო ადამიანის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი?

97 / 100

რომელი კულტურის სახელითაა ცნობილი ადრე ბრინჯაოს ხანა საქართველოში?

98 / 100

რას ეწოდა „ნეოლითური რევოლუცია“?

99 / 100

დაახლოებით რამდენი წლისაა დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთი?

100 / 100

საქართველოს ტერიტორიაზე სად აღმოაჩინეს ჰომო გეორგიკუსი?

Your score is

The average score is 0%

0%